1732386875
“გავთხოვდი, საერთოდ არ ვაპირებდი გათხოვებას…” - ნინა წკრიალაშვილი დუმილს არღვევს
მომღერალი ნინა წკრიალაშვილი, რომელიც დიდი ხანია საჯაროდ არ გამოჩენილა, გადაცემას „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრობს.
კითხვაზე, სად წახვედი, ნინა პასუხობს, რომ გათხოვდა.
„გავთხოვდი, საერთოდ არ ვაპირებდი გათხოვებას. მაგრამ აღარ შემეძლო ქართული საუბრები, რა გაცვია, ვინ დაგირეკა და ა.შ.
ძალიან სიმპათიური, ჯანსაღი აზროვნების ბოიფრენდი მყავდა. ხან ის ჩამოდიოდა თვეში 4, 5 დღე, ხან მე მივდიოდი. ჯანსაღი ურთიერთობა მქონდა, რომელიც თან გახალისებს. საერთოდ არ მიფიქრია გათხოვებაზე. ჩამოვიდა ერთხელ, არ მინდოდა გათხოვება. მეორედ ჩამოვიდა და წავედი. იმიტომ რომ აქ არ შემეძლო არაფერი. არ ვლაპარაკობდი, იმიტომ რომ საკუთარი ხმა მაღიზიანებდა.
ფაქტობრივად შერყეული ფსიქიკით წავედი.
გავთხოვდი და ჯოჯოხეთის შემდეგი ეტაპი დაიწყო.
მანამდე დამავიწყდა მეთქვა, რომ ორი თვე ვიყავი აბსოლუტურად გათიშული. დღე-ღამეში ფაქტობრივას 14 -15 საათი მეძინა, იმიტომ რომ ვიღვიძებდი, ვტიროდი, ღმუილის ხმა მქონდა. არ ვიცი ეს ტკივილი რას შევადარო. საკუთარი თავი რომ გეცოდება, ეს არის ყველაზე ცუდი შეგრძნება.
მოკლედ ამ ყველაფერს გავექეცი და წავედი საბერძნეთში. ილიასმა იცის, რომ ძალიან ცუდად ვალაგებ, საჭმლის კეთება კი ვიცი, მაგრამ მეზარება. წინასწარ მითხრა, რომ ეს პრობლემა არ იქნებოდა.
ჩავედით და ითხოვდა, რომ გვქონოდა სადილები. მეგონა, რომ ხუმრობდა, მაგრამ ვაკეთებდი, დედაჩემმა სვანური მარილი გამომიგზავნა, რომელსაც ყველაფერს ვაყრიდი და ყველაფერი გემრიელი გამოდიოდა.
მეუბნებოდა, რომ ცუდად ვალაგებდი, მაგრამ პირველად მეჭირა ცოცხი და, რა პრობლემა იყო.
მე დიდი იმედები არ მქონდა, მასთან დაკავშირებით, უბრალოდ მინდოდა მშვიდად ვყოფილიყავი, მაგრამ დაიწყო ჯოჯოხეთის შემდეგი ეტაპი.
ვეკითხებოდი, რატომ მეჯიბრები-მეთქი, მაგრამ პასუხიც არ ჰქონდა.
მე კაცებს ბევრ უფლებას ვაძლევ ხოლმე და ვენაცვალე იმ ქალებს, რომლებსაც ხელში ჰყავთ ქმრები და რასაც უნდა, იმას აკეთებინებენ. მე ყველას ზედ ვყვები და მერე უნდათ, რომ დამლაგებელი ვიყო, მაგრამ როგორც არ უნდა მითხრან, ვერ ვხედავ, რომ რაღაცები ყრია.
ის გახდა ისეთი, როგორიც არ არის. მე ისევ ჩავწექი და დაიწყო კარანტინი და გაუსაძლისი იყო ყველაფერი“. – იხსენებს ნინა.