ვიქტორ ორბანის ესკორტი ავარიაში მოყვა - დაიღუპა ერთი პირი

ვიქტორ ორბანის ესკორტი ავარიაში მოყვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ესკორტი ავარიაში მოყვა. შემთხვევა გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მოხდა.

ადგილზე დაიღუპა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ესკორტის 61 წლის ოფიცერი. მძიმედ დაშავდა კიდევ ერთი პირი.

გერმანული მედია ავარიის მიზეზად ავტომობილის ხანდაზმულ მძღოლს ასახელებს, რომელმაც არ იცოდა, რომ გზის კონკრეტული მონაკვეთი დაკეტილი იყო და ესკორტის მიმართულებით დაიძრა.

ორბანი, შტუტგარტში შოტლანდიის წინააღმდეგ, მისი ქვეყნის "ევრო 2024-ის" მატჩის საყურებლად იმყოფებოდა.