ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
უნგრეთის მიგრაციული პოლიტიკა ნათელი და მტკიცეა: ჩვენ არ დავუშვებთ არალეგალური მიგრაციის აქ დამკვიდრებას. პატრიოტული მთავრობით გავაგრძელებთ ჩვენი საზღვრების დაცვას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
უნგრეთის პრემიერის თქმით, მას კარგად ესმოდა, რა იყო ქვეყნის ეროვნული ინტერესები და ხალხმაც მხარი დაუჭირა, რადგან ერთნაირი პოზიცია ჰქონდათ.
„მე ვიცოდი, რა იყო უნგრეთის ეროვნული ინტერესები, რომ მიგრანტები უნდა შეგვეჩერებინა, ეს არ იყო კითხვა, ეს იყო თავდაცვა. თქვენ არ შეგიძლიათ, დაიცვათ საზღვრები მიგრანტებისგან სათამაშოებით და ყვავილებით. ამგვარად, ხალხმა მხარი დამიჭირა. მათ არა მხოლოდ მხარი დამიჭირეს, არამედ ზუსტად ის თქვეს, რასაც მე ვფიქრობდი“, – აცხადებს ორბანი.