რა უნდა წავიღოთ საფლავზე აუცილებლად - მოძღვარი განმარტავს
1776062834
ძლიერმა სეტყვამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახლად აყვავებული ხეხილი და ვენახები დააზიანა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ბაისუბანში ძლიერი სეტყვა და ქარი 30 წუთზე მეტხანს გაგრძელდა.
სოფელში ამბობენ, ვენახებში ახლადგამოსული კვირტი თითქმის აღარ დარჩა, რაც მძიმე მდგომარეობაში აყენებს ფერმერებს.
წვიმა და სეტყვა წუხელ გურჯაანის, საგარეჯოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებშიც მოვიდა, თუმცა სტიქიით მიყენებული ზიანის შესახებ, ინფორმაცია არ ვრცელდება.