23 წლის უკრაინელი გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა პირველი ჩვენება მისცა
1757661739
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ვერ იქნება ამ ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.
ორბანმა აღნიშნული განცხადება ფინეთის პრეზიდენტის ალექსანდრ სტუბის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც გუშინ კიევში სტუმრობისას თქვა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უსაფრთხოების ყველაზე საიმედო გარანტია იქნება.
„პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბის თქმით, „უსაფრთხოების ყველაზე საიმედო გარანტია - ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაა“. ბატონო პრეზიდენტო, თავს უფლებას მივცემ და ვერ დაგეთანხმებით. ევროკავშირში გაწევრიანება - უსაფრთხოების გარანტია არ არის; ეს არის დამსახურებაზე დამყარებული პროცესი. ეს რომ „უსაფრთხოების ყველაზე საიმედო გარანტია ყოფილიყო“, ფინეთს ნატოში შესვლის საჭიროება არ ექნებოდა“, - დაწერა ორბანმა.
მისი თქმით, ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანება ორგანიზაციას არ გააძლიერებს და ომის საფრთხეს შეუქმნის. ორბანის განცხადებით, უნგრეთი უფრო გონივრულ მიდგომას სთავაზობს.