ვიქტორ ორბანი დღეს საფრანგეთს ეწვევა

ვიქტორ ორბანი

ვიქტორ ორბანი დღეს პარიზში ჩავა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდება.

უნგრული მედიის ცნობით, ორბანი ემანუელ მაკრონთან ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობის საკითხზე ისაუბრებს, რომელსაც პირველ ივლისს გადაიბარებს. მაკრონი კი, დიდი ალბათობით, უკრაინასა და ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერის საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას.