რატომ არ უნდა დატოვოთ ტელეფონის დამტენი დენის წყაროში
1734037881
ყირიმი რუსეთის მიერ ჯერ კიდევ ოკუპირებული ტერიტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამას ვუწოდებთ „გადამწყვეტ ტერიტორიას“ და ვინც აკონტროლებს ყირიმს, ის მოიგებს ამ ომს, – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა განაცხადა.
ამერიკელი გადადგარი გენერლის თქმით, უახლოეს მომავალში ნახევარკუნძულზე შეტევა სავარაუდოდ არ მოხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ყირიმი გამოუსადეგარი გახდეს რუსული ჯარებისთვის.
ბენ ჰოჯესის განცხადებით, „ამისთვის უკრაინას სჭირდება მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების იარაღი, რომელიც ნებისმიერ ადგილას შეიძლება, მოხვდეს – ყოველი რუსული ხომალდი, ყოველი რუსული თვითმფრინავი, ყოველი შტაბ-ბინა, ყველა რაკეტის გაშვების ადგილი, ყველა საჰაერო ძალების ბაზა. შესაბამისად, ეს ყირიმს რუსეთისთვის გამოსაყენებლად უვარგისს გახდის. ნახევარკუნძულის დეოკუპაციის მეორე კომპონენტია იზოლაცია – ეს არის ორი მარშრუტის დახურვა, რომლითაც შეიძლება იქ მისვლა. პირველი არის უკანონოდ აღმართული ქერჩის ხიდი. მეორე არის ე.წ. სახმელეთო დერეფანი, რომელიც გადის როსტოვიდან აზოვის სანაპიროზე მარიუპოლისა და ბერდიანსკის გავლით ყირიმამდე. ვფიქრობ, შესაძლებელია ამ ორივე გზის გაჭრა, ზუსტი ცეცხლით შორი მანძილიდან“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.