ცნობილია, UFC-ის სკანდალურ საქმეზე დაკავებულების ვინაობა - რა წერია FBI-ის ფაილებში
1781898735
პუტინის დიდმა მეგობარმა და იტალიის ყოფილმა პრემიერმა, სილვიო ბერლუსკონიმ, რომელიც ოკუპირებულ ყირიმს ესტუმრა, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინასთან ომის გამო გააკრიტიკა:
„არ შემიძლია და არ მინდა დავმალო, რომ ღრმად ვარ იმედგაცრუებული და დამწუხრებული ვლადიმირ პუტინის საქციელით… რუსეთი ვერ უარყოფს თავის პასუხისმგებლობას ბუჩასა და უკრაინის სხვა დასახლებებში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის საშინელების წინაშე.
მე ის 20 წლის წინ გავიცანი, ყოველთვის დემოკრატისაა და მშვიდობის ადამიანად მეჩვენებოდა… რა სამწუხაროა. უკრაინაზე თავდასხმამ, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთი ევროპასთან დაეახლოებინა, ის ჩინეთის მკლავებში ჩააგდო,“ – განაცხადა ბერლუსკონიმ.
მანვე აღნიშნა, რომ პუტინმა უნდა დაასახელოს ისინი, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა და დაისაჯოს ისინი.