პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დედოფლის ყველაზე უმცროსი შვილიშვილი, 14 წლის ჯეიმსი 7 ბიძაშვილთან ერთად ვესტმინსტერ ჰოლში გამოჩნდა. შვილიშვილებმა ბებიას პატივი ოფიციალური ცერემონიით მიაგეს. ჯეიმსი ელიზაბეტის უმცროსი ვაჟის, ედვარდის შვილია. ის 2007 წელს დაიბადა, სრული სახელი კი ჯეიმს ალექსანდერ ფილიპ თეოა. ჯეიმსი გვირგვინის რიგში მე-14-ეა.
მისმა მშობლებმა, ედვარდმა და სოფიმ, 1999 წელს, დაქორწინების შემდეგ მიიღეს უესექსის გრაფისა და გრაფინიას ტიტული, სწორედ მაშინ ბუკინგემის სასახლეში განაცხადეს, რომ მათი შვილები, მომავალში, პრინცები და პრინცესები არ იქნებოდნენ. შესაბამისად, გრაფის შვილები - ჯეიმსი და მისი უფროსი და, ლუიზი, არ სარგებლობენ წოდებით "მისი სამეფო უდიდებულესობა".
ჯეიმსს და ლუიზს ხშირად მოიხსენიებდნენ დედოფლის ყველაზე საყვარელ შვილიშვილებს შორის. ელიზაბეტს მათთან თბილი და ახლო ურთიერთობა ჰქონდა.
ჯეიმსის ყველაზე დიდი გატაცების შესახებ 2017 წელს თავად ელიზაბეტმა ისაუბრა:
"ჩემი შვილიშვილი 9 წლისაა და არაფერი აინტერესებს იმაზე მეტად, რომ მანქანა ატაროს - უმეტესად, ჩემი მანქანა" - განაცხადა დედოფალმა.