1731009381
ვინ არიან ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები, რომლებსაც ზელენსკიმ სანქციები დაუწესა
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ ქართველ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესა. მათ შორის არიან ბიძინა ივანიშვილი ახლო გარემოცვის წევრები. ზელენსკის მიერ ხელმწერილი დოკუმენტი გუშინ, 19 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
სააგენტო „ბიზნესპრესნიუსმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რას მოიცავს უკრაინის მიერ დაწესებული სანქციები:
სანქცირებულ ბიზნესმენებს შორის არიან, შორის არიან ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.
ალექსანდრე ჯაფარიძე - 65 წლის ბიზნესმენის ქონება 950 მილიონი დოლარია. არის რუსეთის მოქალაქე და ცხოვრობს მოსკოვში. Forbes Russia-ს რეიტინგში მას შემოსავლების მიხედვით 125-ე ადგილი უკავია. მისი ქონებრივი წყარო ნავთობის მოპოვება და ინვესტიციაა. ჰყავს მეუღლე და 5 შვილი.
Forbes Russia-ს ცნობობით, ამ მომენტისთვის ბიზნესმენის მდგომარეობა 950 მილიონ დოლარს შეადგენს. 2012 წელს ის „ფორბსის“ მილიარდერთა სიაში მოხვდა. საერთაშორისო გამოცემამ მისი მდგომარეობა კი 1,2 მილიარდი დოლარით შეაფასა.
1995 წელს მან დააარსა Petro Alliance, რამდენიმე წლის შემდეგ კი გაყიდა კომპანია. 2004 წელს მან შეიძინა „ლუკოილის“ შვილობილი კომპანია 130 მილიონ დოლარად და მის ბაზაზე ნავთობის მომპოვებელი კომპანია „ევრაზია“ დააარსა. ამ დროისათვის მასში 18 000 ადამიანია დასაქმებული. 2019 წლის მონაცემებით კომპანიის მოგება 1,6 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
რაც შეეხება გიორგი ჯაფარიძეს, ის ალექსანდრეს ვაჟიშვილია, რომლის საქმიანობაც ასევე „ევრაზიას“ უკავშირდება.
ბიზნესმენის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს.