ვიეტნამში ტაიფუნმა „იაგიმ“ სოფლები მიწასთან გაასწორა, დაღუპულია 200-მდე ადამიანი - Sky News

ტაიფუნი

ვიეტნამში, ტაიფუნ „იაგის“ შედეგად თითქმის 200 ადამიანი დაიღუპა და 125 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.

„800 ადამიანი დაშავდა. დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც წყალდიდობამ მთელი სოფელი ლანგ ნუ წაიღო“, - იტყობინება მედიასაშუალება.

რაც შეეხება ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოის, მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობა იყო, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

მდინარე ჰონგში წყლის დონემ კლება დაიწყო, მაგრამ ქვეყნის ბევრი რაიონი კვლავ დატბორილია, ხოლო ძლიერი წვიმები კი გრძელდება.

ექსპერტების განმარტებით, ტაიფუნი „იაგი“ და სხვა ტროპიკული ციკლონები კლიმატის ცვლილების გამო წლებთან ერთად ძლიერდება.