VIDEO: ცეცხლწაკიდებული მანქანები და შეტაკებები "აინტრახტის" ფანებსა და პოლიციას შორის - რა ხდება ნეაპოლში მატჩამდე

ნეაპოლი

ნაპოლი" - "აინტრახტის" მატჩის წინ, ქალაქ ნეაპოლში დაძაბულობაა.

ბილეთების შეძენაზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ნეაპოლში "აინტრახტის" ასეულობით გულშემატკივარი ჩავიდა.

ახლა "აინტრახტის" ფანებს და ნეაპოლის პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში, გერმანელმა გულშემატკივრებმა ინფრასტრუქტურა დააზიანეს, ასევე ცეცხლი გაუჩნდა რამდენიმე ავტომობილს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები და სპეცდანიშნულების რაზმი.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გერმანელ ფანებს ბერგამოს "ატალანტას" გულშემატკივრებიც შეუერთდნენ.

ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი, 1/8 ფინალური მატჩი თბილისის დროით, ღამის 12 საათზე დაიწყება.