საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170
სუდანის აეროპორტში ქართული ავიაკომპანიის Myway Airlines-ის თვითმფრინავი Boeing 737-800 დაიწვა.
თვითმფრინავი ავიაკომპანია Badr Airlines-ის ლიზინგის წესით ჰქონდა აღებული. Myway Airline-ს ეს ფაქტი ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. Myway Airlines-ს სუდანში ორი თვითმფრინავი ჰყავს.
როგორც ავიაკომპანიის დირექტორი რატი ბაკურაძე აცხადებს, ორივე საჰაერო ხომალდი დაზღვეულია.
სუდანის დედაქალაქ ხარტუმის აეროპორტი საბრძოლო მოქმედებების ცენტრშია. სუდანში ჯერ კიდევ რჩებიან საქართველოს მოქალაქეები - პილოტები, ბორტგამყოლები და ინჟინრები. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ღვთისიაშვილმა განაცხადა, ჯერჯერობით ვერც ერთმა ქვეყანამ საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია ვერ მოახერხა.
სუდანის დედაქალაქში 15 აპრილს შემდეგ სწრაფი რეაგირების ძალებსა და შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
Badr Airlines B737-800 (4L_MWA, built 2007) was destroyed by fire during recent military fighting at and around #KhartoumAirport, Sudan. @Eren50855570 pic.twitter.com/PyJ0fR8hTM
— JACDEC (@JacdecNew) April 20, 2023