პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სანკტ-პეტერბურგის კაფეში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას რუსული გამოცემა „რია ნოვოსტი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სანკტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქება გუშინ, ომის მხარდამჭერი ჯგუფის, Cyber Front Z-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მიმდინარეობისას მოხდა.
აფეთქებას რუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა. რუსული მედიის ინფორმაციით, ტატარსკის, სავარაუდოდ, გადასცეს სტატუეტი, რომელშიც ასაფეთქებელ მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსმა სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი სანკტ-პეტერბურგის მკვიდრი, 1997 წელს დაბადებული დარია ტრეპოვა დააკავეს.