VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
სანქტ-პეტერბურგში, კაფეში მომხდარ აფეთქებას რუსი სამხედრო ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა. ტატარსკი, იგივე მაქსიმ ფომინი კრემლის ცნობილი პროპაგანდისტი იყო და უკრაინაში რუსულ აგრესიას უჭერდა მხარს. ასაფეთქებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ, ყუთში იყო ჩამონტაჟებული, რომლითაც ტატარსკის საჩუქარი გადასცეს.
აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. ტერაქტში ეჭვმიტანილის ვინაობა უკვე დასახელდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის სანქტ-პეტერბურგის მცხოვრები დარია ტრეპოვაა. მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ეჭვმიტანილს პოლიცია ეძებს.