VIDEO: რა ხდება ამ წუთებში სტიქიის ზონაში - მძიმე კადრები კალიფორნიიდან

მეწყერი კალიფორნიაში

მეწყერი კალიფორნიაში - მეხანძრეებმა კალიფორნიის ორანჯის ოლქში, სან კლემენტეში მაცხოვრებლების ევაკუაცია განახორციელეს.

სამი საცხოვრებელი კორპუსი ჩამონგრევის საფრთხის წინაშეა. ოლქის სახანძრო ორგანოს განცხადებით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მეწყერი უამინდობას მოყვა. ძლიერმა წვიმამ და ალპური თოვლის დნობამ მდინარეების ადიდება გამოიწვია.

კალიფორნიის გუბერნატორმა 58 ოლქიდან 43-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ოთხშაბათს 130 ათასზე მეტი სახლი და ბიზნესი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.

სტატიის სხვა ვებგვერდზე გამოქვეყნება აკრძალულია რედაქციასთან შეთანხმების გარეშე