VIDEO: „მე წავედი“ - რატომ დატოვა ზურა ხაჩიძემ „იმღერეს“ სტუდია და რა მოხდა გადაცემაში
1790364600
სულ ახლახან, პერუში ააშენეს სახლი, რომელიც შეიძლება გინესის რეკორდების წიგნში მოხვდეს. საქმე ისაა, რომ მშენებლებმა ყველა საჭირო ოთახი 63 სანტიმეტრის სიგანის შენობაში მოათავსეს.
პლანეტაზე ყველაზე ვიწრო სახლი პერუს ქალაქ აუკალიამაში მდებარეობს. ის უკვე ადგილობრივ ღირსშესანიშნაობად იქცა და საძიებო სისტემების რუკებზეც ჩანს.
წითელ-ყვითელი, უჩვეულო სახლი ორი უსახური, ნაცრისფერი ბეტონის შენობას შორის ჩადგეს, რაც კონტრასტს ზრდის და პოტენციური რეკორდსმენისკენ მეტ ყურადღებას იპყრობს.
გინესის მსოფლიო რეკორდების კომისიას ჯერ ოფიციალური გაზომვები არ ჩაუტარებია, თუმცა პროექტის ავტორმა, ფაბიო მორენომ განაცხადი უკვე შეიტანა. მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მსოფლიოში ყველაზე ვიწრო სახლის სტატუსი ამჟამინდელ მფლობელს - ვარშავაში მდებარე „კერეტის სახლს“ წაართვას.
ფაბიოს ნაგებობა ორსართულიანი ხის სახლია, რომლის ინტერიერი კიჩის სტილშია შესრულებული, თუმცა მთავარი ისაა, რომ ასეთ პატარა სივრცეში მორენომ კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა ოთახი განათავსა.
ვიწრო სახლის ორ სართულზე განთავსებულია მისაღები ოთახი ტელევიზორით, სასადილო მაგიდა, სამზარეულოს ზონა, აბაზანა და საძინებელი.
რა თქმა უნდა, ასეთი უჩვეულო სივრცისთვის ავეჯიც უჩვეულო დასჭირდათ — საგანგებოდ დაამზადეს ვიწრო სკამები, რომ ბევრი ადგილი არ დაეკავებინა.