პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ინდონეზიის სასამართლომ 33 წლის ბლოგერს, ლინა ლუტფიავატის 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და 16,245 დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
ქალმა მარტში TikTok-ის გვერდზე, სადაც 2 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ბალიზე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის ღორის ხორცს ჭამს. ვიდეოს დასაწყისში ის ამბობს „ბისმილას“, რაც არაბულად ნიშნავს „სახელითა ალაჰისა“.
ამ ვიდეომ ინდონეზიაში სკანდალი გამოიწვია, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია. ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ქალს პოლიციაში უჩივლა და ის მკრეხელობაში დაადანაშაულა.
სექტემბერში ქალაქ პალემბანგის სასამართლომ ბლოგერის საქმე განიხილა, რის შემდეგაც მას პატიმრობა მიუსაჯა და ჯარიმა დააკისრა.