VIDEO: ნახეთ, მაკგრეგორის რეაქცია, როდესაც პუტინისთვის ხელის გადახვევის უფლება არ მისცეს

პუტინი - მაკგრეგორი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 2018 წელს ირლანდიელ მებრძოლს, კონორ მაკგრეგორს შეხვდა.

UFC-ის მსუბუქი წონის უკვე ყოფილმა ჩემპიონმა პუტინს თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ლიდერი უწოდა.

„დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე დასასწრებად ვლადიმერ პუტინის სტუმრის სტატუსით მომიწვიეს. პუტინი ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო ლიდერია და ჩემთვის პატივია, ასეთ ღონისძიებაზე მასთან ვიდგე. მადლობა ამ პატივისთვის ბატონო პუტინ, მადლობა და გილოცავ მსოფლიო ჩემპიონატის ასე კარგად მასპინძლობას. რუსეთო, წინ!", - დაწერა წლების წინ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე მაკგრეგორმა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრისას პუტინმა და მაკგრეგორმა ცოტა ისაუბრეს და ფოტოს გადაღებამდე რომ მიდგა საქმე, ირლანდიელმა ხელის გადახვევა დააპირა პუტინისათვის, თუმცა დაცვამ ამის საშუალება არ მისცა.

ნახეთ მისი რეაქცია ⇓