1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
პუტინი თუ არ გავაჩერეთ უკრაინაში, ის მოძებნის ახალ სამიზნეებს, – ამის შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჯონსონმა დეპუტატებს მადრიდში გამართული NATO-ს სამიტის შედეგები გააცნო.
„ჩვენი პრიორიტეტი არის გაერთიანება მოკავშირეებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის გამარჯვება მის გაბედულ ბრძოლაში პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ ყველა ვხვდებით, რომ თუ პუტინს უკრაინაში არ გავაჩერებთ, ის მოძებნის ახალ სამიზნეებს რევანშისტული თავდასხმებისთვის. ჩვენ არ ვიცავთ რაიმე აბსტრაქტულ იდეალებს, არამედ მშვიდობიანი სამყაროს პირველ პრინციპს, რომ დიდ და ძლიერ ქვეყნებს არ უნდა მიეცეთ უფლება, დაანაწევრონ მათი მეზობლები და თუ ეს ოდესმე იქნება დაშვებული, მაშინ არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში არ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ“, – განაცხადა ჯონსონმა.
ბორის ჯონსონმა ასევე ისაუბრე სასურსათო კრიზისზე, რომელიც შექმნილია უკრაინაში ხორბლის ბლოკირების გამო.
„ჩვენ უნდა განვიხილოთ ალტერნატიული ვარიანტები, თუ ხორბალი უკრაინიდან არ შეგვიძლია გავიტანოთ ბოსფორით“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.