პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბერძნული მედია შოკისმომგვრელ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც კიპარისიაში მოხდა.
დაკავებულია ალბანელი 20 წლის მამაკაცი, რომელიც საკუთარ 4 თვის გოგონაზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული. როგორც ირკვევა, ის ოფიციალურ ჩვენებას ოთხშაბათს, 10:30 საათზე მისცემს. მის ბრალდებებს შორის არის მკვლელობის მცდელობა და ოჯახური ძალადობა.
ამის შესახებ მას შემდეგ გამჟღავდა, რაც შაბათს მამაკაცმა ბავშვის დედას დაურეკა და უთხრა, რომ გოგონა კარგად არ იყო. როგორც კი ქალი სამსახურიდან დაბრუნდა, ბავშვი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ თავის არეში სერიოზული დაზიანებები ჰქონდა მიღებული, ასევე დალურჯებები ჰქონდა სხეულზე, ემართებოდა კრუნჩხვები და აღენიშნებოდა კანკალი, რაც მიუთითებდა, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო.
ბავშვის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ. ჩვილი გულ-მკერდის დაზიანებებით კრიტიკულ მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
ექიმებმა მაშინვე პოლიცია გამოიძახეს და ბავშვის მამა დააკავეს, რომელმაც ოფიცრებს განუცხადა, რომ ბავშვს ახრჩობდა და ძლიერად შეანჯღრია, რომ ტირილი შეეწყვიტა.
სახლის ჩხრეკისას იარაღი და მცირე ოდენობით ჰაშიში აღმოაჩინეს.
ასევე დაგაინტერესებთ: შიდა ქართლში 13 წლის შვილიშვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ბაბუა დააკავეს