დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მოსკოვში ულტრა-ნაციონალისტი იდეოლოგიის მქონე ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინის მანქანა ააფეთქეს, გარდაცვლილია მისი შვილი დარია დუგინა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
გამოძიების წინასწარი დასკვნით, აფეთქება მანქანაში დამონტაჟებულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
დარია დუგინა აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის საქმიანობაში, რომელსაც მამამისი ხელმძღვანელობს. თვითმხილველების ჩვენებების თანახმად, ჯიპის ნამსხვრევები მთელ გზაზე მიმოიფანტა.
ზოგიერთი მედიის ინფორმაციით, იმავე მანქანაში უნდა ყოფილიყო თავად ალექსანდრ დუგინიც, თუმცა მან გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალა და ღონისძიებიდან, რომელსაც შვილთან ერთად ესწრებოდა სხვა მანქანით წავიდა.