„სხვა გზა არ მაქვს, ნატა... ძალიან არ მინდოდა...“ - თამუნა მუსერიძე
1794339158
სამხრეთ ირანში, ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ფარსის ოსტანში მდებარე ქალაქ ესტეჰბანში სასწრაფო დახმარების 150 ბრიგადა და საჰაერო სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.
ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიისგან განადგურებული ავტომობილებიდან 50-ზე მეტი ადამიანის ამოყვანა და გადარჩენა შეძლეს.
სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ცდილობენ ადამიანების გამოყვანას ავტომობილებიდან, რომლებიც წყალს მიაქვს.