პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ის ფლორიდის შტატის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს მეოთხე კატეგორიის ქარიშხალმა იანმა გადაუარა. ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ 235 კმ/სთ-ს მიაღწია. სტიქიის გამო 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
შტატში ათობით თავშესაფარი შეიქმნა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ 2.5 მილიონი ადამიანის სავალდებულო ევაკუაციის განკარგულება გასცა.
გუბერნატორმა რონ დესანტისმა განაცხადა, რომ ფლორიდას ქარიშხლის შედეგებთან გამკლავებაში მინიმუმ 26 შტატი ეხმარება.
„ფართოდ გავრცელებული, სიცოცხლისთვის საშიში კატასტროფული წყალდიდობა ამაღამ ცენტრალური ფლორიდის ნაწილებში გაგრძელდება. მნიშვნელოვანი წყალდიდობაა მოსალოდნელი ჩრდილოეთ ფლორიდაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჯორჯიასა და სამხრეთ კაროლინას აღმოსავლეთ ნაწილში“, - აცხადებენ აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულ ცენტრში.