VIDEO: ავიაკატასტროფა აშშ-ში - ავიაშოუს დროს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა

აშშ

აშშ-ის საჰაერო ძალების Wings Over Dallas-ის სამახსოვრო შოუს დროს, დალასის აეროპორტში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი, ორი ვინტაჟური სამხედრო თვითმფრინავი ერთმანეთს ჰაერში შეეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, Boeing B-17 Flying Fortress და Bell P-63 Kingcobra ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:20 საათზე ჩამოვარდა.

უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა თვითმფრინავში, მაგრამ წინასწარი ცნობებით, ე.წ. ავიაშოუს 2 ადამიანი ემსხვერპლა. პილოტთა ასოციაციამ, რომელიც წარმოადგენს American Airlines-ის პილოტებს, თქვა, რომ ტერი ბარკერი და ლენ რუტი - მისი ორი ყოფილი წევრი - იმ ადამიანებს შორის იყვნენ, ვინც შეჯახებისას დაიღუპნენ.