აშშ-ის დაზვერვა ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
1778317276
ერევნის სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოყვა. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გავიდა. უწყების ინფორმაციით, ხანძარს სირთულის მეორე ხარისხი მიენიჭა.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად, არიან დაშავებულები. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.
სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ ცენტრში ფოიერვერკები იწვის.