ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი სოციალური ქსელის მეშვეობით დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს ისწავლონ რუსეთთან მეგობრობა და „კბილებიც მთელი შეუნარჩნდებათ“.
კადიროვის განმარტებით, რუსეთი ძლიერი სახელმწიფოა და დასავლელმა პოლიტიკოსებმა რუსეთთან თანამშრომლობას უნდა გადახედონ.
„ეს უკვე სხვა ძლიერი და ძლევამოსილი რუსეთია და თქვენ, დასავლელმა პოლიტიკოსებმა საჭიროა, გადახედოთ არა რუსეთის ფედერაციის დაშლის სტრატეგიას, არამედ იმ ქვეყანასთან თანამშრომლობას, რომელიც გაძარცული და დასავლეთისგან დამცირებული, ბოლო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, გადაიქცა ძლიერი პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე სახელმწიფოდ, რეორგანიზებული სტრატეგიული მიზნებით.
დასავლეთის ქვეყნებმა ჯობს, არ იდავონ რუსეთთან. ისწავლეთ რუსეთთან მეგობრობა – მაშინ კბილებსაც მთელს შეინარჩუნებთ“, – წერს კადიროვი.
მანვე გაიხსენა რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის სიტყვები, რომ თუკი ვინმე მოინდომებს ქვეყანას რაიმე ჩამოაჭრას, უკბილოდ დატოვებს.