VIDEO: 55 წლის ქართველმა ვარშავის სავაჭრო ცენტრში მომხმარებელი სარეკლამო ბანერით სცემა

ვარშავა

55 წლის ქართველმა ვარშავის სავაჭრო ცენტრში მომხმარებელი სარეკლამო ბანერით სცემა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, მამაკაცი მომხმარებელს მოკვლითაც დაემუქრა. 

ინციდენტი სავაჭრო ცენტრში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ გადაიღო და ინტერნეტსივრცეში გაავრცელა.