პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ძველი კინოსტუდიის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კულტურის სამინისტროს ინიციატივით, 2022 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე განსაკუთრებული ისტორიის მქონე ძველი კინოსტუდიის ტერიტორიისა და მასზე მდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
„ამ ეტაპზე დასასრულს უახლოვდება ადმინისტრაციული შენობის სრული რეაბილიტაცია.
XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში აგებული შენობა დავით აღმაშენებლის გამზირის ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა, რომელიც თავდაპირველად აშენდა, როგორც ელიტური საცხოვრებელი სახლი. მოგვიანებით შენობამ თავისი მაღალმხატვრული მნიშვნელობის გამო საზოგადოებრივი ფუნქცია შეითავსა. 1950-იანი წლებიდან კი მასში დოკუმენტური ფილმების სტუდია განთავსდა.
კულტურის სამინისტროს სახსრებით მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის სრული რეაბილიტაცია: გაკეთდა ახალი სახურავი; აღდგა შენობის ფასადი; ჩატარდა მზიდი კონსტრუქციების მასშტაბური გამაგრებითი სამუშაოები; მეორე სართულზე დაიწყო და სექტემბერში დასრულდება ეროვნული კინოცენტრისთვის საოფისე სივრცის მოწყობა; სრულად აღდგება და გარემონტდება ინტერიერი.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის განმავლობაში ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები: დაინგრა გვიანდელ პერიოდში ჩადგმული უსახური, ბარაკული ტიპის ავარიული შენობები (ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე), ტერიტორიაზე დაიგო ასფალტი და მოეწყო გამწვანება; დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, გაკეთდა წყლის ახალი ქსელი და სრულად შეიცვალა კანალიზაციის სისტემა; ყოფილ ფირსაცავ შენობაში ჩატარდა სრული რეაბილიტაცია და მოეწყო თოჯინების სახლი; ყოფილი სახანძრო სამსახურის 300 კვ. მ ორსართულიან შენობას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია და მასში ბინა დაიდეს კინემატოგრაფიის დარგში კასტინგის კომპანიამ, ფოტოგრაფიის სახელოსნომ, მეთოჯინეებმა და ტრადიციული ლურჯი სუფრის შოუ-რუმმა; რუსთავის ავტოდრომიდან გადმოტანილი იქნა ორი მოზაიკური პანო მათი გადარჩენის მიზნით და ისინი ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე განთავსდა; მოეწყო ახალი საგამოფენო სივრცე, რომელიც სამხატვრო აკადემიას გადაეცა მართვაში; ასევე, განახლდა ღობე.
2023 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდება ყოფილი ხის საამქროს ადგილზე ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც მულტიფუნქციური სახელოვნებო სივრცე იქნება 100 მაყურებელზე გათვლილი კინოდარბაზითა და საგამოფენო სივრცეებით.
სამუშაოების დროს აქ მიწისქვეშ აღმოჩნდა ორი აგურის წყობის გვირაბი, რაც, ასევე, იქცა პროექტის ნაწილად.
2024 წელს დასრულდა ყოფილი მულტსტუდიის შენობის გვიანდელი პერიოდის, ავარიული ნაწილის დემონტაჟი ორი ისტორიული, 1920-იან წლებში აგებული კინოპავილიონის გადარჩენისა და რეაბილიტაციის მიზნით.
2023 წელს დაიწყო და 2025 წელს დასრულდება ყოფილი ლაბორატორიის შენობის სრული გამაგრება და რემონტი.
2024 წელს ხუთი თეატრისთვის დაიწყო და ამავე წლის აგვისტოში დასრულდა სასაწყობე და სარეკვიზიტო სივრცეების კეთილმოწყობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.