ცაგარელი ასახელებს ზოდიაქოს სამ ნიშანს, რომელსაც 2026 წელს ფინანსურად გაუმართლებს
1766953357
მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ ვლადიმირ პუტინი „მშვიდობისთვის სერიოზულადაა განწყობილი“.
„ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა და ვფიქრობ, ორივე პრეზიდენტს სურს შეთანხმების მიღწევა“, - განაცხადა მან.
„მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს საფუძველი ისეთი შეთანხმებისთვის, რომელიც კარგი იქნება უკრაინისთვის და კარგი იქნება ყველასთვის. ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია“, - აღნიშნა ტრამპმა.
მან ასევე დასძინა, რომ უკრაინისთვის იარსებებს უსაფრთხოების ძლიერი შეთანხმება და მასში „ევროპული ქვეყნები ძალიან არიან ჩართულნი“.
„ვგრძნობ, რომ ევროპული ქვეყნები მართლაც შესანიშნავად იქცევიან, ისინი სრულად უჭერენ მხარს ამ შეხვედრას და შეთანხმების მიღწევას“, - დასძინა მან.