ვენესუელაში მომხდარ თავდასხმას, სულ მცირე, 40 ადამიანი ემსხვერპლა - მედია

ვენესუელა

ვენესუელაში, შაბათს მომხდარი თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის არიან როგორც სამხედრო პირები, ასევე სამოქალაქო პირები.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ვენესუელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

მისი განმარტებით, ეს არის წინასწარი ანგარიში.

ცნობისთვის, შაბათს დილით კარაკასში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად დაკავებული და ქვეყნიდან გაყვანილია.