ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 430-მდე გაიზარდა

 ვენესუელა

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 430-მდე გაიზარდა. ვენესუელას ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის, ხორხე როდრიგესის განცხადებით, დაშავებულია 3 238 ადამიანი, ხოლო 3 142 მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა. უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების რიცხვი 55 000-ს აჭარბებს.

ცნობისთვის, 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, რომლებიც ლათინური ამერიკის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერად მიიჩნევა, 24 ივნისს, საღამოს, კარაკასიდან დაახლოებით 160 კილომეტრის დაშორებით, დასავლეთით მოხდა.