ძალიან ძლიერი ლოცვა, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისგან შედგება
1767037889
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელაში დიდი აფეთქება მოხდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ნავებს ნარკოტიკებით ტვირთავდნენ.
„ნავებს ტვირთავდნენ ნარკოტიკებით, ამიტომ დავარტყით ყველა ნავს. ეს არის ის ადგილი, სადაც ნარკოტიკების განაწილებას ახორციელებდნენ. ახლა ეს ზონა აღარ არსებობს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, განახორციელეს თუ არა ეს ოპერაცია ამერიკის სამხედრო ძალებმა, აშშ-ის პრეზიდენტმა უარი თქვა კონკრეტული პასუხის გაცემაზე.
ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ახლახან ესაუბრა ვენესუელის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს, თუმცა საუბარი პროდუქტიული არ აღმოჩნდა.