„მანქანას გართმევენ, ვიყიდე მანქანა, მერე სახლი... 2 მილიონი ვალი მაქვს...“ - თამო ვაშალომიძე
1782589701
ვენესუელაში ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი იორგელის დელგადო 24 ივნისს მომხდარი მიწისძვრის ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ Need To Know იუწყება.
43 წლის მსახიობი მეუღლესთან და 14 წლის ქალიშვილთან ერთად სახლში, ვარგასის შტატის ქალაქ ლა-გუაირაში იმყოფებოდა, როდესაც მიწისქვეშა ბიძგები დაიწყო. საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც დელგადოს ბინა ჰქონდა, ნაწილობრივ ჩამოინგრა. მსახიობის შვილი და ქმარი ნანგრევებიდან ცოცხლები ამოიყვანეს, თუმცა თავად დელგადოს გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
მსახიობმა პოპულარობა ჯერ კიდევ სკოლის ასაკში მოიპოვა, როდესაც მთავარი როლები შეასრულა 1990-იანი წლების უაღრესად პოპულარულ თინეიჯერულ სერიალებში: „დღე-ღამე“, „ცოტაოდენი იღბალი“ და „შენსა და ჩემს შორის“. მოგვიანებით ის ვენესუელაში მრავალი საყვარელი საბავშვო და საყმაწვილო ტელეშოუს წამყვანი გახდა. 2009 წელს დელგადომ კარიერა დაასრულა და ცხოვრება ოჯახს მიუძღვნა.

