საფეხბურთო გუნდი „აფხაზეთი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1737315015
ვატიკანი მონაწილეობს სამშვიდობო მისიაში და ცდილობს, დაასრულოს კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის, – ამის შესახებ უნგრეთში ვიზიტის შემდეგ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.
„მე მზად ვარ, გავაკეთო ყველაფერი, რაც გასაკეთებელია. ახლა გვაქვს მისია, მაგრამ ის ჯერ არ არის საჯარო. როდესაც ის საჯარო გახდება, მე აუცილებლად გამოვაქვეყნებ მას“, – აღნიშნა რომის პაპმა ფრანცისკემ.
პონტიფიკოსმა განაცხადა, რომ უნგრეთში ვიზიტის დროს უნგრეთის პრემიერ-მინისტრs, ვიქტორ ორბანს ესაუბრა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ყველა დაინტერესებულია მშვიდობის დამყარების გზის პოვნაში.
შეგახსენებთ, რომის პაპმა ფრანცისკემ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, ყოფილიყო შუამავალი კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში.