ჯარიმა 3000 ლარამდე იზრდება - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1730231664
ვაშინგტონსა და ორეგონში საარჩევნო ყუთებს ცეცხლი გაუჩნდა, ინციდენტებზე გამოძიება მიმდინარეობს, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
პოლიციის ცნობით, ორ სხვადასხვა ლოკაციაზე ხანძრის შედეგად ასობით ბიულეტენი განადგურდა. გამომძიებლები თვლიან, რომ ორივე შემთხვევაზე პასუხისმგებელი ერთი და იგივე პირია.
პორტლენდის პოლიციის განცხადებით, ადგილობრივი დროით დილის 3:30 საათზე პოლიციამ აღმოაჩინა საარჩევნო ყუთზე მიმაგრებული „საეჭვო მოწყობილობა“, რომელიც ბოლს უშვებდა და იწვოდა.
„არ შეცდეთ! თავდასხმა საარჩევნო ყუთზე არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიაზე და სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა ორეგონის შტატის მდივანმა, ლავონ გრიფინ-ვალადემ.
აშშ-ს ლიდერები მოუწოდებენ მოქალაქეებს, არ შეეშინდეთ და მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.