ვაშინგტონის უმაღლესმა ფედერალურმა პროკურორმა ილონ მასკს მიმართა - დაუყოვნებლივ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ზომას იმ პირების წინააღმდეგ, ვინც ხელს უშლის თქვენს სამუშაოს

მარტინი

ვაშინგტონის უმაღლესმა ფედერალურმა პროკურორმა ილონ მასკს მიმართა, შეატყობინოს ნებისმიერი მუქარა, რომელიც მიმართული იქნება სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) თანამშრომლების მიმართ, რათა ფედერალურმა პროკურორებმა შეძლონ აღნიშნულის გამოძიება.
ამის შესახებ ედ მარტინის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილშია აღნიშნული.

„ნებისმიერი მუქარა, დაპირისპირება ან სხვა ქმედებები, რომლებიც რამე გზით გავლენას ახდენს მათ სამუშაოზე, შესაძლოა, რამდენიმე კანონის დარღვევა იყოს. მე გარანტირებულად გეუბნებით: ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ზომას იმ პირების წინააღმდეგ, ვინც ხელს უშლის თქვენს სამუშაოს ან უქმნის საფრთხეს თქვენს ხალხს“, – ნათქვამია წერილში.

მარტინი ასევე აღნიშნავს, რომ ისინი არ დაუშვებენ წინა ადმინისტრაციის შეცდომებს.

ამერიკელმა მილიარდერმა, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა მარტინის წერილს უპასუხა და მას მადლობა გადაუხადა.