სალომე უშხვანი მიმართვას ავრცელებს
1768578423
ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი დანიაში ჩავიდა და გრენლდანდიასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის პოლიტიკა გააკრიტიკა.
ამერიკელი სენატორის თქმით, ვაშინგტონის რიტორიკა არა მხოლოდ ძირს უთხრის ურთიერთობებს დანიასთან და გრენლანდიასთან, არამედ NATO-ს სხვა ქვეყნებთან და ევროპასთანაც.
„ჩვენ თუ სერიოზულად განვიხილავთ რუსეთის გავლენის შეზღუდვას არქტიკასა და მის ფარგლებს გარეთ, ამის გაკეთების ყველაზე ეფექტური გზა უკრაინაში ვლადიმერ პუტინის დამარცხებაა. სწორედ ამიტომ აქვს გრენლანდიასთან დაკავშირებულ ამჟამინდელ დებატებს ასეთი მცირე აზრი. ისეთი სამყაროს იდეა, სადაც ჩვენ არ გვეყოლება ალიანსები, სადაც ჩვენ გავაუარესებთ საერთაშორისო მსოფლიო წესრიგს, უსაფრთხო არ არის. ის უსაფრთხო არ არის ამერიკელებისთვის; ის უსაფრთხო არ არის დანიელებისთვის. ვინც ასეთი სამყაროდან სარგებლობს, არიან მოსკოვისა და პეკინის ავტოკრატები, მსოფლიოს სხვა ავტოკრატები“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.