1745863963
ვანკუვერში, ავტომობილის ხალხში შევარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა - 30 წლის დამნაშავე დაკავებულია

9-დან 11-მდე გაიზარდა მსხვერპლი ვანკუვერში, ავტომობილის ხალხში შევარდნის შედეგად. დაშავებულია 20-ზე მეტი. ავტომობილის მძღოლი, 30 წლის მამაკაცი, დაკავებულია. შემთხვევას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია არ მიეცა.
""როიტერის"" მონაცემებით, თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
ადგილობრივი ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლი ისევ გაიზარდოს, რადგან დაშავებულთა შორის რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.
გამოძიებაში 100-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობს. კანადამ სამძიმრისა და მხარდაჭერის გზავნილები მთელი მსოფლიოდან მიიღო.