„ვამჩნევთ პოლიციელებს, რომლებიც იმალებიან ხეებს შორის“ - სკოლაში, სადაც პრინც უილიამის შვილები ისწავლიან, მშობლები შოკში არიან

მიდლტონი

პრინც უილიამის და ქეით მიდლტონის შვილები ახალ სკოლაში წავლენ. ამასთან დაკავშირებით, ამ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა მოსწავლეების მშობლები ძალიან შეშფოთებულები არიან.

კემბრიჯის ჰერცოგები ლონდონიდან ბერკშირში გადადიან. წყვილის სამი შვილი ადგილობრივ ლამბრუკის კერძო სკოლაში ივლის. ოჯახი დასახლდება ადელაიდის აგარაკზე, უინძორის ციხის ტერიტორიაზე, გარეუბანში.

პრინცი ჯორჯი, პრინცესა შარლოტა და პატარა პრინცი ლუიც კი ერთსა და იმავე ადგილზე ისწავლიან. სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ ყველა მოსწავლე მოუთმენლად ელის ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
თუმცა, ზოგიერთი მშობელი არ იზიარებს ამ ენთუზიაზმს. ერთ-ერთი დედა ირწმუნება, რომ ახლა სკოლაში სულ სხვა ატმოსფერო იქნება. ბევრი წუხს, რომ უსაფრთხოების პრობლემები შეიქმნება.

„ბევრ ჩვენგანი წუხს, რომ ისეთი რამ, როგორიცაა ჰიმნის სიმღერა, ახლა უფრო ფორმალური გახდება და არ იქნება ისეთი ტკბილი და ჩვეულებრივი, როგორც ყოველთვის. მშობლები ამჩნევენ პოლიციელებს, რომლებიც იმალებიან როგორც ხეებს შორის, ასევე დერეფნებში. შოკში ვართ, ბავშვებმა არ უნდა ნახონ ასეთი სურათი“. - თქვა მოსწავლის დედამ Express-თან ინტერვიუში.