დასახელდა ავტომობილების 12 ბრენდი, რომელთა მოდელებიც ყველაზე არასანდოა
1737054205
მოუთმენლად ველოდები, როდის დადებს მამაჩემი ისევ ფიცს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის რანგში, - წერს დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა ტრამპი სოციალურ ქსელში.
ივანკა ტრამპი აღნიშნავს, რომ ინაუგურაციის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ის იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც მისი მამა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი გახდა.
„მოუთმენლად ველოდები, როდის დადებს მამა ფიცს აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის რანგში. ვამაყობ მისი შეურყეველი ძალით და სიმტკიცით და მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, ისევ აღვნიშნო ეს ისტორიული, მნიშვნელოვანი მომენტი მასთან ერთად“, - წერს ივანკა ტრამპი.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. ცნობილია, რომ ინაუგურაციას დაესწრებიან არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და სხვები.