9 ნათესავი, რომლებსაც 50 წლის შემდეგ უნდა მოერიდოთ
1771612031
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა უზენაესი სასამართლოს ის წევრები, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს მის სატარიფო პოლიტიკას.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სასამართლოს იმ წევრებს, რომლებმაც ხმა მის სატარიფო მეთოდის წინააღმდეგ მისცეს, „საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეთ“.
მიუხედავად სასამართლოს განჩინებისა, ტრამპმა პირობა დადო, რომ ადმინისტრაცია „კორექტირების პროცესს“ იწყებს.
„უზენაესი სასამართლოს იმ წევრებს, რომლებმაც ხმა მისცეს ტარიფების ჩვენი სრულიად მისაღები და მართებული მეთოდის წინააღმდეგ, საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეთ. მათი გადაწყვეტილება სასაცილო იყო, მაგრამ ახლა კორექტირების პროცესი იწყება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ იმაზე მეტი ფული მივიღოთ, ვიდრე მანამდე ვიღებდით!“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მანამდე აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაარღვია ფედერალური კანონი, როდესაც ერთპიროვნულად დააწესა მასშტაბური ტარიფები მთელ მსოფლიოში.
ტრამპმა გამოაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში საქონლის მთელ იმპორტზე, უკვე არსებული გადასახადების გარდა, დამატებით 10%-იან ტარიფს დააწესებს.
თუმცა, ტრამპის მიერ მანამდე დაწესებული ტარიფებისგან განსხვავებით, ახალი მოსაკრებლები მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში შეიძლება დარჩეს ძალაში, თუ კონგრესი მათ გახანგრძლივებას მხარს არ დაუჭერს.
ტრამპმა ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ ის დაიწყებს რამდენიმე ახალ მოკვლევას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ტარიფების დასაწესებლად ცალკეული სავაჭრო კანონის საფუძველზე, რომელიც ცნობილია როგორც „301-ე მუხლი“.