9 ნათესავი, რომლებსაც 50 წლის შემდეგ უნდა მოერიდოთ
1771612031
ამერიკულმა ტელეარხმა CNN-მა უკრაინაში ომის დაწყების მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა, სადაც, მათ შორის, საუბარია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობის მცდელობებზე.
როგორც მასალაშია აღნიშნული, ოთხი წლის განმავლობაში რუსეთმა ზელენსკის ფიზიკური მოშორება რამდენჯერმე სცადა. ყოველ ჯერზე რუსი აგენტები ბინას უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან ახლოს ქირაობდნენ.
CNN-ის ცნობით, ზელენსკის ნეიტრალიზება უკრაინის სრული დაპყრობის რუსული გეგმის ნაწილი იყო. რუსეთს იმედი ჰქონდა, რომ ამ გეგმას სისრულეში მოიყვანდა.
„ის [ზელენსკი] უნდა შეეპყროთ ან მოეკლათ, თუ ის გაქცევას არ მოასწრებდა“, - წერს CNN-ი.
როგორც ტელეარხს პრეზიდენტთან დაახლოებული ანონიმური პირი უყვება, რუსი აგენტები ბინას საპრეზიდენტო რეზიდენციასთან ახლოს ქირაობდნენ. მათ მისი ლიკვიდაციის დავალება ჰქონდათ.