USAID-ის კორუფციული სკანდალიდან დადგინდა, რომ პოლიტიკური პროექტების კოორდინირების მიზნით ფინანსების მიწოდება ამერიკელი მემარცხენეების მასშტაბური ქსელის დახმარებით ხდებოდა - ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარის, ანდრაშ ლასლოს განცხადებით, USAID-ის კორუფციული სკანდალიდან დადგინდა, რომ პოლიტიკური პროექტების კოორდინირების მიზნით ფინანსების მიწოდება ამერიკელი მემარცხენეების მასშტაბური ქსელის დახმარებით ხდებოდა.

ლასლო სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მილიარდობით დოლარი სხვადასხვა სააგენტოდან იგზავნებოდა: მათ შორის USAID-დან, ამერიკის მთავრობის სხვა წყაროებიდან, ჯორჯ სოროსის ფონდიდან, ევროკავშირიდან და სხვა დასავლური მთავრობებიდან.

ევროპარლამენტარის თქმით, ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია, რომელიც უნგრეთში პოლიტიკური გავლენის პროექტებისთვის ფულს USAID-ისგან იღებდა, Zinc Network-ი იყო.