„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე სტივენ მილერი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
ტრამპის თქმით, ამ თანამდებობაზე მაიკ უოლცის შემცვლელს ექვსი თვის განმავლობაში დაასახელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა უარყო, რომ უოლცის მიმართ ნდობა დაკარგა და მისი გაეროში ახალი თანამდებობა დაწინაურებად შეაფასა.
„მე არ დამიკარგავს მისადმი ნდობა. ფაქტობრივად ვფიქრობ, რომ ეს უფრო მაღალი პოზიციაა. ვფიქრობ, ეს დაწინაურებაა. ის კარგად მუშაობდა და კარგ საქმეს გააკეთებს“,- აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირის დასაწყისში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მაიკ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის თანამდებობას დატოვებს. ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უოლცს გაეროში აშშ-ის შემდეგ ელჩად წარადგენს. დონალდ ტრამპის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოვალეობას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეასრულებს.