ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს წარადგენს

ursula fon der laini

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს მალე წარადგენს, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

აღნიშნული განცხადება ფონ დერ ლაიენმა რუსეთის მიერ კიევის დაბომბვის შეფასებისას გააკეთა.

„ზუსტად ამიტომ ვინარჩუნებთ მაქსიმალურ წნეხს რუსეთზე. ეს სასანქციო რეჟიმის გაძლიერებას ნიშნავს. ცოტა ხანში ჩვენ მკაცრი სანქციების მე-19 პაკეტს წარვადგენთ“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა.