ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში იმყოფება

უკრაინაში

ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის ხელმძღვანელი თავად ავრცელებს.

მისი განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

„პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შევაფასებ იმ ერთობლივ სამუშაოს, რაც საჭიროა უკრაინის რეკონსტრუქციისთვის და პროგრესს, რომელსაც უკრაინამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე მიაღწია,“- წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერში“.