1692302192
ურსულა ფონ დერ ლაიენი ალბანეთში იმყოფება, სადაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივ წვდომასა და 6 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის გეგმას განიხილავენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ალბანეთში იმყოფება, სადაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივ წვდომასა და რეგიონის განვითარებისთვის 6 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის გეგმას განიხილავენ.
„მოხარული ვარ დასავლეთ ბალკანეთში, ტირანაში ჩემი ყოველწლიური ტურის დაწყებით. ალბანეთი ევროკავშირისკენ სწორ გზაზეა, ბოლო სამ წელიწადში რეკორდული დაჩქარებით. ჩვენ მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ ამ გზის თითოეულ ეტაპზე“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ტურნეს ფარგლებში ფონ დერ ლაიენი ასევე ეწვევა მონტენეგროს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, სერბეთს, კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას.