ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი: ღაზაში ომის შემდგომი მართვა უნდა ასახავდეს პალესტინელთა ნებას

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი

ღაზაში ომის შემდგომი მართვა უნდა ასახავდეს პალესტინელთა ნებას, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა განაცხადა.

ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ჩინეთი მიესალმება და მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მშვიდობის აღდგენისა და ჰუმანიტარული კრიზისის შემსუბუქებისკენ.

„ღაზის ომის შემდგომი მართვა უნდა ეფუძნებოდეს პრინციპს „პალესტინელები მართავენ პალესტინას“. ღაზის მომავალთან დაკავშირებული ნებისმიერი შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს პალესტინელი ხალხის ნებას და შეესაბამებოდეს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გამოსავალს. ჩინეთი გააგრძელებს თავისი როლის შესრულებას, როგორც პასუხისმგებლიანი დიდი ქვეყანა და დაუღალავად ითანამშრომლებს საერთაშორისო საზოგადოებასთან პალესტინის საკითხის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი დარეგულირების რაც შეიძლება მალე მისაღწევად“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.