რა წერილი დაუტოვა ბერმა ნიკოლოზმა მრევლს
1749224047
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ახლო აღმოსავლეთში განთავსებულ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან გადაამისამართოს ის დეტონატორები, რომლებიც უკრაინისთვის შეისყიდეს და კიევი მათ რუსული დრონების მოსაგერიებლად იყენებდა.
ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ გასულ კვირას პენტაგონმა აცნობა კონგრესს, რომ ამიერიდან ეს დეტონატორები ახლო აღმოსავლეთში განთავსებულ ამერიკულ დანაყოფებთან გადამისამართდება. სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს პენტაგონმა აცნობა, რომ დეტონატორების საჭიროება ამერიკელი სამხედროებისთვის „დაუყოვნებლივ ამოცანას წარმოადგენს, რომელიც თავდაცვის მდივანმა გამოავლინა“.
„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, აღნიშნული დეტონატორები მაღალი სიზუსტის სისტემებისთვის არის განკუთვნილი. აშშ-მა ეს ტექნოლოგია უკრაინას რამდენიმე წლის წინ მიაწოდა და უკრაინელები მას „ხმელეთი-ჰაერის“ ტიპის სარაკეტო სისტემებში იყენებდნენ, რუსული დრონებისგან თავის დასაცავად, პენტაგონი კი მათ ეფექტურობას მაღალ შეფასებას აძლევდა. სამხედრო-საჰაერო ძალებმა რაკეტებისთვის მათი ადაპტირება განახორციელეს ისეთი სახით, რომ მათი გაშვება F-16 და F-15E ავიაგამანადგურებლების საშუალებით გახდა შესაძლებელი და ეს სისტემა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე „ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტები Sidewinder და AMRAAM.